თაკო გოგაძე | Tako Gogadze
თაკო გოგაძე, ფსიქოლოგიის მაგისტრი და ფსიქოთერაპევტი.
⚪️ თაკო უძღვება ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიის სეანსებს. მუშაობს სხვადასხვა სირთულისა და სპეციფიკის მქონე ბავშვებთან, მოზარდებსა და ზრდასრულებთან.
ცოტა რამ თაკოს შესახებ:
🔹 ფლობს ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხს.
🔹 ჩართულია ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის (EAGT) ფსიქოთერაპიის შესწავლის აკრედიტირებულ საერთაშორისო პროგრამაში.
🔹 აქვს მუშაობის გამოცდილება ბავშვებსა და მოზრდილებთან ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის მიმართულებით.
🔹 2021 წლიდან ფსიქოლოგიურ კონსულტირებას უწევს ემოციური და ქცევითი სირთულეების მქონე პირებს.
🔹 არტთერაპიული ტექნიკების გამოყენებით ატარებს სეანსებს ჯგუფებთან.
🔹 ატარებს ფსიქოსაგანმანათლებლო შეხვედრებს და უძღვება ტრენინგებს ფსიქოლოგიურ თემატიკაზე.
🔹 აქვს სამეცნიერო კონფერენციებსა და კვლევით პროექტებში მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება.